აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ინტერისა და ნაპოლის მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. Il Mattino-ს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი შეხვედრის მთავარი არბიტრის, დავიდე მასას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განრისხებული დარჩა და საკუთარი განწყობა არ დაუმალავს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ თავკაცი, ვალტერ მაცარი პრესკონფერენციაზე სწორედ დე ლაურენტისის დავალებით არ გამოცხადდა. აურელიომ სხვა ზომებსაც მიმართა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელებთან სატელეფონო ზარები ჰქონდა.

Il Mattino-ს ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დე ლაურენტისის პროტესტი შედეგს გამოიღებს. მასასთვის დისკვალიფიკაციის მიცემის შანსი მცირეა, მაგრამ როგორც იტალიური გამოცემა წერს, ის მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მონაწილეობით გასამართ შეხვედრებს აღარ განსჯის.

შეგახხსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მმართველები ორ მომენტზე აკეთებენ აქცენტს. „ინტერის“ პირველი გოლის ეპიზოდში, სტანისლავ ლობოტკაზე წესები დაირღვა, „ნერაძურის“ მეორე გოლამდე კი, ვიქტორ ოსიმენი საჯარიმოში წაიქცა და ნეაპოლელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მასამ თამაში გააგრძელა.

„პარტენოპეისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ინტერმა“ პირველი ადგილი დაიბრუნა. „ნაპოლი“ 24 ქულით მეხუთე გახლავთ და „ნერაძურის“ 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოკოს კარგი მატჩი | ვირტუს ბოლონია კვლავ თანალიდერია
თოკოს კარგი მატჩი | ვირტუს ბოლონია კვლავ თანალიდერია