თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ტორტონა
Aa
Aa

თოკოს კარგი მატჩი | ვირტუს ბოლონია კვლავ თანალიდერია

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ბოლონიელებმა თავიანთ პარკეტზე ცხრილის მე-10 ადგილოსან „ტორტონას“ ძალიან იოლად - 99:70 აჯობეს. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 12-ქულიანი სხვაობით მოიგეს, რის შემდეგაც პრობლემა არ შექმნიათ.

შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 16 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. თოკომ 9-დან 4 - ორქულიანი, 1-დან 1 - სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველზე მეტი ქულა მხოლოდ „ტორტონელმა“ ტომაზო ბალდასომ ჩააგდო - 18 ქულა და 4 მოხსნა.

„ვირტუს ბოლონიამ“ სეზონში მე-8 თამაში მოიგო და, „ბრეშიასთან“ ერთად, ჩემპიონატის ლიდერია. გუნდი მომდევნო ტურში „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება, იქამდე კი, ევროლიგის ეგიდით, „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: ბითაძის ორლანდომ 9-მატჩიანი მოგებათა სერია ბრუკლინთან დაასრულა
NBA: ბითაძის ორლანდომ 9-მატჩიანი მოგებათა სერია ბრუკლინთან დაასრულა