“ევროპული ქვეყნების შოუ“ - FIBA საქართველო VS ლატვიაზე
Aa
Aa

“ევროპული ქვეყნების შოუ“ - FIBA საქართველო VS ლატვიაზე

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე(კალათბურთში) საქართველოს ნაკრები იბრძოლებს. „ჩვენებურები“ ჯგუფში ფილიპინებთან და ლატვიასთან მოხვდნენ.

კალათბურთის მმართველმა ორგანომ FIBA-მ ლატვიისა და საქართველოს დაპირისპირება გამოარჩია და მას ევროპული ქვეყნების შოუა უწოდა.

რას წერს Fiba?

„ეს არის A ჯგუფის პირველი თამაში, რომელშიც ასევე ფილიპინებიც შედის. ეს იქნება ევროპული ქვეყნების შოუა, რომლებიც მიმდინარე წელს ისტორიაში პირველად გამოვიდნენ მსოფლიო თასზე. ახლა კი მათთვის პირველი ნაბიჯი იქნება ოლიმპიადაზე მოსახვედრად. საქართველოს ისტორიაში პირველად აქვს ოლიმპიადაზე ასპარეზობის შანსი, ხოლო ლატვიას 1936 წლის შემდეგ.“

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობენ, რომლებიც 4 ქვეყანაში გადანაწილდნენ(ესპანეთი, ლატვია, პუერტო რიკო, საბერძნეთი). საქართველოს კალათბურთის ნაკრები ლატვიაში A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩები 2024 წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პარიზის ოლიმპიადის საგზურს ის 4 ქვეყანა მოიპოვებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფს მოიგებენ.

მეტი კონკრეტიკისთვის - თითო ქვეყანაში განაწილებული ქვეყნები გაიყვნენ და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს. 3-დან ორო-ორი საუკეთესო ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში გავა, ხოლო ფინალში გამარჯვებული ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას მიიღებს. ასეთი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 4 ქვეყანა იქნება.

მაგალითად, საქართველოს ნაკრები ლატვიაში გადანაწილებულ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 5 გუნდს უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა და თუ ფინალში გაიმარჯვებს პარიზში გასამართ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მოხსნაზე უნდა ითამაშოს და სიღრმიდან ისროლოს“ - ევროლიგა შენგელიაზე
“მოხსნაზე უნდა ითამაშოს და სიღრმიდან ისროლოს“ - ევროლიგა შენგელიაზე