თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

BasketNews: “შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს“

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაზე ფავორიტად არ ითვლებოდა. სიტუაცია შეიცვალა და იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მოგვევლინა.

რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელიაა, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი აქვს. ქართველი კალათბურთელის ასეთი თამაში ავტორიტეტულ გამოცემა BasketNews-ს არ გამოეპარა და საქართველოს ნაკრების კაპიტანზე დაწერა.

რას წერს BasketNews?

„მიმდინარე სეზონში „ვირტუს ბოლონია“ დიდი სიურპრიზია. თორნიკე შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში, „ბოლონია“ აუტსაიდერად ითვლებოდა და ახლა ცხრილის ზედა ნაწილშია. ეს კი უდავოდ შენგელიას დამსახურებაა. იმის კითხვა, შეინარჩუნებს, თუ არა „ვირტუსი“ სეზონის ბოლომდე ამ პოზიციას, უკვე წარმატებად უნდა ჩაითვალოს.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, იტალიური გუნდი ევროლიგაზე მესამე ადგილს იკავებს. გასულ ტურში „ბოლონია“ „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა, ხოლო შემდეგ ტურში, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება, „ფენერბახჩეს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გალიდერდა
შერმადინის 9 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გალიდერდა