როდრიგო გოეში
Aa
Aa

ჩელსიმ შესაძლოა როდრიგო დაიმატოს

როდრიგომ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ Goal.com-ი წერს.

გამოცემის ცნობით, „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აპირებს „რეალს“ ვინგერის შესახებ შეთავაზება გაუკეთოს.

ლონდონური კლუბი უკვე დაეკონტაქტა ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა გაეგო, რამდენად რეალურია მისი ინგლისში გადასვლის შესაძლებლობა.

მანამდე დაიწერა, რომ სამეფო გუნდმა როდრიგო შესაძლოა გაყიდოს.

24 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა და მის ხარჯზე, „რეალს“ შეუძლია თანხა მოიზიდოს, რაც ტრანსფერებისთვის სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, როდრიგომ 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა. Transfertmarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა რაფინიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს | რომანო
ბარსელონა რაფინიას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებს | რომანო