როდრიგო გოეში
Aa
Aa

რეალმა შესაძლოა როდრიგო გაყიდოს | As

როდრიგომ შესაძლოა ზაფხულში მადრიდის „რეალი“ დატოვოს. ამის შესახებ As-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კარლო ანჩელოტის ნაცვლად, ახალი მწვრთნელის მოსვლა ბრაზილიელ ვინგერს სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლაში, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე გუნდის შეტევაში დომინანტურ ადგილს იკავებენ, ამის გამო კი, როდრიგომ შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.

24 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა და მის ხარჯზე, „რეალს“ შეუძლია თანხა მოიზიდოს, რაც ტრანსფერებისთვის სჭირდება.

მიმდინარე სეზონში, როდრიგომ 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 ასისტი მიითვალა. Transfertmarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი დონის ფეხბურთელთან ასე თამაში გაუმართლებელია“ - ზეედორფი კვარა-ტიმბერის დუელზე
„ასეთი დონის ფეხბურთელთან ასე თამაში გაუმართლებელია“ - ზეედორფი კვარა-ტიმბერის დუელზე