ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ბიორნ იონსენის დუბლი | ტორპედომ კოლხეთს დრამატულ მატჩში მოუგო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ქუთაისის „ტორპედომ’’ შინ „კოლხეთს’’ 2:1 მოუგო. 28-ე წუთზე ბიორნ იონსენმა პენალტიდან ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად იმოქმედა, მისი დარტყმის შემდეგ მეკარე კლიაიჩმა ბურთი ცუდად მოიგერია და დამატებაზე მოისწრაფიშვილმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის მე-12 დამატებულ წუთზე იონსენმა დუბლი შეასრულა, ამჯერადაც პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. პენალტი სოლომონ კვერკველიამ მოიპოვა, რომლის წინააღმდეგ თამაშის წესი დავით ზურაბიანმა დაარღვია.

ნორვეგიელმა ფორვარდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 7 გოლი შეაგდო. მასთან ერთად ბომბარდირთა დავას ამდენივე გოლით გიორგი აბუაშვილი, ჟალენ ბლესა და იური ტაბატაძე ლიდერობენ.

ქუთაისის „ტორპედომ'' ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 27 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან „დილას'' 5 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „იბერიასთან'' სხვაობა 13 ქულას შეადგენს.

რაც შეეხება „კოლხეთს'', კახა ჩხეტიანის გუნდი 13 ქულით მე-8 ადგილზეა, „თელავსა'' და „სამგურალს'' 1 ქულით უსწრებს.

„ტორპედოს'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წნეხში თამაშის და შეტევის დაწყების არ ეშინია |ინტერვიუ ლაცაბიძის მწვრთნელთან
წნეხში თამაშის და შეტევის დაწყების არ ეშინია |ინტერვიუ ლაცაბიძის მწვრთნელთან