რეალი, ნაპოლი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

“ორგანიზებულობა და მოკლე პასები“ - რა თქვა მაცარიმ რეალთან მატჩამდე

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მაცარიმ?

„კარლო ანჩელოტი დიდებული ადამიანი და სპეციალისტია. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ხვდება და ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული 90 წუთის შემდეგ. ვცდილობ ბიჭებმა ის ვნება დაიბრუნონ, რაც გასულ სეზონში ჰქონდათ. პატივია, რომ ბერგამოში გუნდს გავუძეხი და წარმატებას მივაღწიეთ. ვეცდებით, ეს კურსი სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ.

როგორ არის ოსიმენი? ვიქტორზე ხვალ ვისაუბრებ. მას პროგრესი აქვს. წინ „ინტერი“ და „იუვენტუსი“ გველოდება, სადაც აუცილებლად დაგვჭირდება. არ ვიცი ითამაშებს, თუ არა „რეალთან“ ძირითად შემადგენლობაში. ამ საკითხზე ექიმებს უნდა დაველაპარაკო. „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია. ვიგებ, რომ შესაძლოა ანჩელოტი ბრაზილიაში წავიდეს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რას გადაწყვეტს.

მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები მინდორზე კომპაქტურად განლაგდნენ და მოკლე პასებით ითამაშონ. ორგანიზებულობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი იქნება. მინდა, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ მადრიდის „რეალს“ ვეთამაშებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და „რეალმა“ 3:2 მოიგო. მომდევნო მატჩი კი 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონის მძიმე მარცხი - თბ. დინამომ ბათუმის დინამო 6:2 გაანადგურა
ჩემპიონის მძიმე მარცხი - თბ. დინამომ ბათუმის დინამო 6:2 გაანადგურა