თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაზე გაიმარჯვა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 86:79 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი და 33 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 14 ქულას, 6 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მასზე უკეთესი შედეგი „ვირტუს ბოლონიაში“ ავუდუ აბასს და გაბრიელ ლინდბერგს ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, იტალიურ გუნდი სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდა და მხოლოდ „რეალს“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „პანათინაიკოსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 17 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:15-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო VS შოტლანდია - ცნობილია მსაჯების ვინაობა
საქართველო VS შოტლანდია - ცნობილია მსაჯების ვინაობა