„ტოტენჰემს აკრიტიკებდნენ, მაგრამ არსენალს აჯობა“ - კინი ევროპა ლიგის ფინალზე
ევროპა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთმა ლეგენდამ როი კინმა იწინასწარმეტყველა, რომ „ტოტენჰემთან“ მარცხი მისი ყოფილი გუნდისთვის ნამდვილი კატასტროფის მომასწავებელი იქნებოდა და აღარ დარჩებოდა ბევრი ფეხბურთელი, რომელიც „მანკუნიანელებში“ თამაშს ისურვებდა.
ირლანდიელის სიტყვები თანდათან მართლდება და რამდენიმე ფეხბურთელმა „იუნაიტედის“ დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა. თუმცა, როდესაც კინს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა „მანიუს“ მდგომარეობის შეფასება სთხოვა, მან ყოფილ გუნდზე უფრო მეტი „ტოტენჰემზე“ ისაუბრა.
როი კინი
ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი და აღარ მსურს „მანჩესტერ იუნაიტედზე“ საუბარი. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, მთელი წელი ამ გუნდს აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტია - თანაქალაქელ „არსენალისგან“ განსხვავებით, სეზონი ტიტულით დაასრულა. გეთანხმებით, „ჰოთსპური“ ისეთი სტილში არ თამაშობდა, როგორც ახასიათებს, კარგად იცავდნენ თავს და შეტევაზე იშვიათად ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარავისთვის აქვს.
შეგახსენებთ, რომ როი კინი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 1993-2005 წლებში იცავდა და 7-ჯერ პრემიერ ლიგა, 4-ჯერ ასოციაციის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.