კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ლუის ენრიკე: მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ლუის ენრიკემ კილიან მბაპე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

„უნდა ვთქვა, რომ კლუბში გადასვლამდე მბაპეს როგორც ფეხბურთელს ვიცნობდი. ის არის უმაღლესი დონის, მსოფლიო დონის მოთამაშე. შემიძლია დავამატო, რომ მისი ტექნიკური და ფიზიკური პოტენციალი ჩემ აზრს მხოლოდ აძლიერებს - ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ყველანაირი ეჭვის გარეშე.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მისი მწვრთნელი ვარ, არამედ იმის გამო, რასაც ვხედავ. ვფიქრობ, ის არის ერთ-ერთი იმ სამ-ოთხ მოთამაშეს შორის, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს და მატჩი ერთპიროვნულად მოიგოს. ჩემთვის კილიანი ნომერ პირველია.

და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეუძლებელი ჩანს, კილიანი უფრო უკეთესია, როგორც ადამიანი, ვიდრე როგორც ფეხბურთელი. მისი დამოკიდებულება, ის, რასაც თანაგუნდელებისგან იღებს, მისი ღიმილი ყოველ ვარჯიშზე. მომთხოვნია, შეჯიბრი უყვარს.

გაგვიმართლა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისეთი განსაკუთრებული და უნიკალური ფეხბურთელი გვყავს გუნდში, არამედ გვყავს ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვანი ღირებულებების მატარებელია და ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ასევე ახალგაზრდა გულშემატკივრისთვის კარგი მაგალითია“,

- განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა.

მბაპემ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალთან მატჩამდე ნაპოლიმ თავისი თავი იპოვა“ - დიდი 4-ეულის დაბრუნება
„რეალთან მატჩამდე ნაპოლიმ თავისი თავი იპოვა“ - დიდი 4-ეულის დაბრუნება