„საქმის მიმართ კარგი დამოკიდებულება აჩვენა“ - იურიჩი საზონოვზე
„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა ვერონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საბა საზონოვის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
ხორვატმა სპეციალისტმა საზონოვს საქმისადმი დამოკიდებულება მოუწონა.
„საზონოვში ისევე როგორც სხურსში მომწონს მათი საქმისადმი მიდრეკილება. საბას ეს აქვს. ჩვენ ვიდეო ანალიზს ყოველდღიურად ვაკეთებთ, ის ხედავს რა გააკეთა კარგად და ცუდად. მან 3-4 კვირის განმავლობაში ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფეხით თამაშის დასახვეწად მუშაობა მოუწევს. ლაციოსთან შეხვედრაში მისგან ვნახე რაღაცები, რასაც ადრე ვერ აკეთებდა, თუმცა ამჯერად კარგად იმოქმედა. მას ხვალ თამაში შეუძლია.
საქმის მიმართ საზონოვმა კარგი დამოკიდებულება გამოავლინა, ყველაფრის საფუძველიც ეს არის. კლუბმა მისი შეძენით, არსებული ხვრელი ამოავსო“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ ორშაბათს (20:30) „ვერონას“ უმასპინძლებს.