ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ჩავი: სევილიასთან ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ

ჩავიმ „სევილიასთან" მატჩს (1:0) „ბარსელონასთვის" ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.

ლა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში კატალონიურმა კლუბმა ანდალუსიელებს 1:0 მოიგო.

„ვფიქრობ, ბარსელონამ კარგად ითამაშა. ძალიან კარგად ვუტევდით. ერთადერთი რაც გვაკლდა გატანილი გოლი იყო.

თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ შესანიშნავ გუნდთან, ევროპის ლიგის გამარჯვებულთან.

მალიორკასთან მატჩის შედეგს უარყოფითს ვერ ვუწოდებთ. უბრალოდ იმ მატჩში საკმარისი ეფექტურობა არ გვქონდა და მოგება არ დაგვიმსახურებია.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ მოთამაშეებთან იმაზე, თუ რას მოითხოვს ჩვენი თამაში. გავის დიდი ნდობა მაქვს. ვფიქრობ, ის გუნდის სულია“,

- განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.

„ბარსამ“ მოპოვებულ 3 ქულასთან ერთად რაფინია დაკარგა. ბრაზილიელმა კუნთის ტრავმა მიიღო და 1 თვე გაუცდება. დე იონგის მსგავსად „ელ კლასიკოს“ ისიც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუნტოლი: რომ არა ომი, კვარას ამ ფასად ვერ გავიფორმებდით
ჯუნტოლი: რომ არა ომი, კვარას ამ ფასად ვერ გავიფორმებდით