უეფამ შესაძლოა ბარსელონა საკუთარი ტურნირებიდან მოკვეთოს
Aa
Aa

უეფამ შესაძლოა ბარსელონა საკუთარი ტურნირებიდან მოკვეთოს

კატალონიის „ბარსელონას“ შესაძლოა, სერიოზული სანქციები დააკისრონ. ამის მიზეზი ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, „ბლაუგრანას“ ე.წ „ნეგრეირას საქმეზე“ ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

AS-ის ინფორმაციით, არის შანსი, უეფამ „ბარსა“ საკუთარი ეგიდით გასამართი ტურნირებიდან მოკვეთოს. ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ უეფა აპირებს, ოფიციალური გამოძიების დასრულებას დაელოდოს და ვერდიქტი ამის შემდეგ გამოიტანოს, თუმცა თუ უეფას ეთიკისა და დისციპლინარული კავშირის ინსპექტორები ჩათვლიან, რომ კლუბის დანაშაული აშკარაა, ზომებს ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე მიიღებენ.

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლოს თავმჯდომარემ ხოაკინ აგირემ დანაშაულად მიიჩნია ესპანეთის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის „ბარსელონას“ მიერ 7.5 მილიონი ევროს გადახდა.

ასევე, მექრთამეობაში დაადანაშაულეს ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირა, მისი შვილი და „ბლაუგრანას“ ყოფილი პრეზიდენტები, ჟოზეპ ბარტომეუ და სანდრო როსელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს დამატებითი ანაზღაურება თავისი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ. Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ბრალი წაუყენეს, კონკრეტული პირების დაკავება არ იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა და მესი საუკეთესოები არიან | საინტერესო სტატისტიკა ხვიჩაზე
კვარა და მესი საუკეთესოები არიან | საინტერესო სტატისტიკა ხვიჩაზე