ხვიჩა კვარაცხელია, ჩირო ფერარა
Aa
Aa

„უდინეზესთან გამანადგურებელი იყო“ - ჩირო ფერარამ ხვიჩას თამაში შეაფასა

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან“ 4:1-ით მოგებულ შეხვედრაში ფენომენალურად იასპარეზა და იტალიური პუბლიკის ქება დაიმსახურა. მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც „კვარამ“ პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და ასისტი გააკეთა, მასზე „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ლეგენდამ, ჩირო ფერარამ ისაუბრა.

„ნაპოლიმ უდინეზეს წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ჩაატარა მატჩი, რომელშიც ინტენსივობა, გამარჯვების მოპოვების სურვილი და საინტერესო გათამაშებები გვაჩვენა. გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშებისას ძალიან სერიოზულია და თანაგუნდელების დასახმარებლად ყოველთვის მზადაა. უდინეზესთან მატჩში ის გამანადგურებელი იყო და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

ნაპოლისთვის საჭიროა, მთელი გუნდი რუდი გარსიას გარშემო გაერთიანდეს. ვიქტორ ოსიმენის საკითხთან მიმართებით, განმარტება აუცილებელია და იმედია, გუნდის შიგნით ეს უკვე მოხდა. ვიმედოვნებ, რომ გარსიას მთელი კლუბი გვერდში უდგას და ეხმარება, რათა ნაპოლიმ წარმატებას მიაღწიოს“.

ცნობისთვის, „უდინეზესთან“ შეხვედრაში, „კვარა“ ბურთს 54-ჯერ შეეხო, 6 დარტყმა ჰქონდა, 2-ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა, 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო და 2 საკვანძო პასი გააკეთა. სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა მისი თამაში 9.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 9.8 დაუწერა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუდი გარსია: კვარა მენტალურად ძალიან ძლიერია, უნიკალური მოთამაშეა
რუდი გარსია: კვარა მენტალურად ძალიან ძლიერია, უნიკალური მოთამაშეა