კარგი თამაში დაუფასდა - შენგელია სუპერ თასის სიმბოლურში მოხვდა
იტალიის სუპერთასის ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 97:60 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
დღეს, Lega Basket Serie A-მ სუპერ თასის ოცნების გუნდი შეადგინა, სადაც, რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელიაც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ერთად, შემადგენლობაში მარკო ბელინელი, ალესანდრო პაიოლა, დელა ვალე და ჯორდან მაიკი მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ფინალში პარკეტზე 22 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 22 ქულას, 12 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
Il ???????????????????? ???????????????? ???????????????????? della #FrecciarossaSupercoppa2023! ????
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) September 26, 2023
Pajola - Della Valle - Belinelli - Shengelia - Mickey ????#TuttoUnAltroSport pic.twitter.com/Z7qffVmS5q