თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: “ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ“

იტალიის სუპერთასის ფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 97:60 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

რა თქვა შენგელიამ?

„სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია. ამის თქმა თამამად შემიძლია. შიდა სამზარეულოში ყველაფერი რიგზეა და საოცარი ატმოსფერო სუფევს. ეს ყველაფერი გულშემატკივრების მხარდაჭერიდანაც ჩანს. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ. წარმატებას ერთად მივაღწიეთ! ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.

პირად სტატისტიკაზე არ ვისაუბრებ. ამ წარმატებას მთლიანმა გუნდმა ერთიანად მიაღწია. „ვირტუს ბოლონიამ“ დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგად ითამაშა. ეს გამარჯვება კი სწორედ ამან გამოიწვია.“

შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ფინალში პარკეტზე 22 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 22 ქულას, 12 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები