ტაირიზ ჰალიბერტონი, დონოვან მიტჩელი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

მეორე რაუნდი სენსაციით დაიწყო | ინდიანამ კლივლენდს სტუმრად მოუგო

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდი სენსაციით გაიხსნა. ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი, „კლივლენ კავალიერსი“ საკუთარ კედლებში „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდა და 112:121 დამარცხდა.

„კავსმა“ პირველი მეოთხედი 25:36 წააგო, თუმცა თამაშში დაბრუნდა და მეოთხე მეოთხედში 1-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ მაილს ტერნერისა და ენდრიუ ნიმბჰარდის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, „ინდიანამ“ სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ნიმბჰარდი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და 23 ქულა და 6 ასისტი ჰქონდა. ტაირიზ ჰალიბერტონმა 22 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, პასკალ სიაკამმა 17 ქულა მიითვალა. „კლივლენდის“ რიგებში ყველაზე მეტი, 33 ქულა დონოვან მიტჩელმა ჩააგდო, თუმცა 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი გამოიყენა. ტაი ჯერომს 21 ქულა ჰქონდა, ევან მობლის - 20.

ცნობისთვი, ამ გუნდების მეორე შეხვედრა კვლავინდებურად „კლივლენდის“ საშინაო არენაზე გაიმართება და მატჩი 7 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს
„ზოგჯერ ზედმეტად ეგოისტურიც იყო, მაგრამ...“ - ფრანგული მედია მიქაუტაძის თამაშს აფასებს