შენგელიას კარგი მატჩი - ვირტუს ბოლონია იტალიის სუპერთასის ფინალშია
იტალიაში საკალათბურთო სეზონი დაიწყო. თოკო შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ოლიმპია მილანოს“ 78:73 მოუგო და ფინალში გავიდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქულა-ქულაში მიდიოდა. დიდ შესვენებაზე „ბოლონია“ 2 ქულიანი უპირატესობთ გავიდა. საბოლოოდ „ოლიმპია მილანოს“ შეიმონ სილდსის 26-მა ქულამ ვერ უშველა.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ის სასტარტოში იმყოფებოდა და 28 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა იყო. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 1 სამიანი გამოიყენა.
რაც შეეხება ფინალს, „ბოლონიას“ მეტოქე 24 სექტემბერს (20:00) „ბრეშა“ იქნება.
SI TOKO ????#AmarsiAncora pic.twitter.com/IUWq7WgH2F
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) September 23, 2023