შერმადინის 7 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონატი წაგებით დაიწყო
ესპანეთში საკალათბურთო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ ტურში, ლენოვო „ტენერიფე“ „უნიკახას“ ესტუმრა და მარტივად 75:98 დამარცხდა.
დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ტენერიფემ“ 26:24 მოიგო. ამის შემდეგ, მასპინძლები დომინირებდნენ.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი და 33 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ შვიდი ქულა, ექვსი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ტენერიფეს“ მხრიდან ყველაზე გამორჩეული ფერნანდესი იყო, რომელმაც არასრულ 25 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ვალენსიას“ უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 27 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.