გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

საჯარიმოში შეიჭრა და მეკარემ აუღო - ჩაკვეტაძის კარგი მომენტი და მორიგი მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის მერვე ტურში „ლიდსმა“ შინ „უოტფორდი'' 3:0 დაამარცხა.

სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გიორგი ჩაკვეტაძე იჯდა, რომელიც თამაშში მე-80 წუთზე ჩართეს. მე-80 წუთამდე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა 4 ცვლილება განახორციელა და ჩაკვეტაძეს ყველაზე მცირე სათამაშო დრო დაუთმო, თუმცა ობიექტურად ქართველმა მოცემული დროიდან გამომდინარე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გოლის გატანასთან ახლოს იყო, საჯარიმოში შეიჭრა, მცველს აჯობა, სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარემ აუღო.

 

როცა ჩაკვეტაძე თამაშში ჩაერთო, ანგარიში 2:0 იყო, შემდეგ კი „ლიდსმა“ მესამე გოლი გაიტანა.

Sofascore-მა ჩაკვეტაძეს 6,5 დაუწერა, ბურთს 7-ჯერ შეეხო და მისი სამი პასიდან სამივე ზუსტი იყო.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფში მე-7 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა, საერთო ჯამში მოედანზე დაახლოებით 200 წუთი გაატარა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 9 ქულით მე-16 ადგილზეა (2 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი). ჩაკვეტაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას შინ „მიდლსბროსთან'' გამართავს (30 სექტემბერი, 18:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები