ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

Relovo: კროოსი და მოდრიჩი რეალში თავიანთი როლებით უკმაყოფილონი არიან

ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი მადრიდის „რეალში" თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან.

მიმდინარე სეზონში ორივე მოთამაშემ სასტარტო ფეხბურთელის სტატუსი დაკარგა და მოედანზე ხშირად სათადარიგოთა სკამიდან ჩნდებიან.

Relevo-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ კარლო ანჩელოტი უფრო მეტად ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდოს და კროოსისა და მოდრიჩის სათამაშო დრო შეამციროს, რადგან ეს სეზონი რესტრუქტურიზაციისა და თაობათა ცვლილებისთვის საკვანძოა.

მოდრიჩი „ჩვეულებრივი" ფეხბურთელის სტატუსით კმაყოფილი არ არის. მას გუნდში მთავარი როლის შესრულება სურს. წინასასეზონო სამზადისიდან დღემდე, ლუკა ანჩელოტის ამ თემაზე უკვე რამდენჯერმე ესაუბრა.

კროოსის გარშემო სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებულია, მაგრამ მას, მოდრიჩის მსგავსად, შეუცვლელი მოთამაშის სტატუსის აღდგენა სურს.

გერმანელმა გასულ წელს კარიერის დასრულება სერიოზულად განიხილა, მაგრამ „რეალში“ კიდევ 1 წლით დარჩენა გადაწყვიტა.

ამ სეზონში მოდრიჩმა გასულ წელთან შედარებით თითქმის ნახევარი ითამაშა - 242 წუთი 406-ის წინააღმდეგ. კროოსსაც მსგავსი სიტუაცია აქვს - ამ სეზონში მან მოედანზე 278 წუთი გაატარა, გასულ სეზონში კი 438.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიქსი: ატლეტიკოსა და სიმეონეს იდეებს ვერ მოვერგე
ფელიქსი: ატლეტიკოსა და სიმეონეს იდეებს ვერ მოვერგე