„კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია და არც მინდა ვიფიქრო“ - მესის ინტერვიუ
Aa
Aa

„კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია და არც მინდა ვიფიქრო“ - მესის ინტერვიუ

36 წლის ლეო მესიმ აშშ-ში მორიგი ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მესიმ პსჟ-ში გატარებული დრო გაიხსენა და მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, კლუბისგან გამოჩენილ უყურადღებობაზე ისაუბრა.

დაუფასებლობა პსჟ-სგან

„ეს ისე არ მოხდა, როგორც ველოდი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი გარკვეული მიზეზის გამო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, იმ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ყველაფერი ხდება გარკვეული მიზეზის გამო, ასე რომ, ეს ასე უნდა მომხდარიყო...

არგენტინის ნაკრებიდან მე ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი, რომელსაც თავისმა კლუბმა (პსჟ) მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცა და არ აღუნიშნა. ნაკრების დანარჩენმა 25-მა მოთამაშემ საკუთარი კლუბებისგან შესაბამისი ჯილდოები მიიღეს.

მბაპესთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც ყველა სხვასთან. პსჟ-ს ქომაგებისგან სტვენა მესმის. იმ გუნდში ვთამაშობდი, რომელმაც მუნდიალის ფინალში ისინი დაამარცხა. დიახ, ჩვენი ბრალი იყო, რომ ისინი ჩემპიონები ისევ ვეღარ გახდნენ“.

კარიერის დასრულება

„კარიერის დასრულება? ამაზე არ მიფიქრია და არც მინდა ვიფიქრო, რადგან მინდა იმისგან სიამოვნების მიღება გავაგრძელო რასაც ვაკეთებ. მე გადავდგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ევროპა დავტოვე. ახლა ყველაზე მეტად თამაში მინდა და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ და ასევე მოვალეობებიც მაქვს.

რას ვაპირებ მომავალში ეს არ ვიცი. ფეხბურთთან დაკავშირებული ყველაფერი მომწონს - ბავშვებთან ყოფნა, სწავლება, სპორტული დირექტორის მოვალეობებიც კი, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო“.

იქნება, თუ არა 2026 წლის მუნდიალზე?

მუნდიალი 2026? უკვე ვთქვი, რომ ჯერ არ ვიცი რა მოხდება. ამაზე ახლა არ ვფიქრობ, რადგან ჯერ იქამდე შორს არის. ახლა კოპა ამერიკაზე ვარ კონცენტრირებული, მიზანი სწორედ ეს არის. ამის შემდეგ ვნახოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიგრძნობ თავს, წლები გადის და უნდა ვნახო თავს როგორ ვიგრძნობ. ყოველდღიურად ვნახავ, თუ როგორ ვიპოვი საკუთარ თავს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ 3 წელია“.

მისი ტატუს შესახებ - ბარსას გერბი

„ბარსას ტატუ? ეს იმიტომ გავაკეთე, რომ იმ კლუბის მიმართ სიყვარული გამომეხატა, რომელმაც იმად მაქცია, ვინც დღეს ვარ“. - განაცხადა მესიმ YouTube-ის არხთან Olga TV-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს
ფედელე: გარსია თავხედია, კვარას განტევების ვაცად აქცევს