პირველი ქართველი ჰონგ კონგის ჩემპიონატში | გიგაურის ახალი კლუბი ცნობილია
Aa
Aa

პირველი ქართველი ჰონგ კონგის ჩემპიონატში | გიგაურის ახალი კლუბი ცნობილია

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს’’ დატოვების შემდეგ 32 წლის მერაბ გიგაური კარიერას ჰონგ კონგის ჩემპიონატში, „ლეე მანში’’ გააგრძელებს.  კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გიგაური პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჰონგ კონგის ჩემპიონატში ითამაშებს.

2024-25 წლების სეზონში „ლეე მანი’’ ჰონგ კონგის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გიგაურმა „ტორპედოსთან'' კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გიგაურმა კარიერის დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა, უცხოეთში პოლონეთსა („იაგიელონია’’ - 2011-12) და აზერბაიჯანში („გაბალა’’ – 2019-21, „შამახი’’ – 2021-22) უთამაშია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთხელ, 2013 წელს დანიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები