რომას შეთავაზება ლიონს | მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება გრძელდება
„რომა’’ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ლიონი’’ მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ჯალოროსის სატრანსფერო თანხის 18 მილიონამდე შემცირება სურს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი დაემატება. ამ ეტაპზე ამ ვარიანტთან დაკავშირებით „ლიონის’’ პოზიცია უცნობია.
თურქული მედიის ცნობით „გალათასარაის’’ მთავარ მწვრთნელს ოკან ბურუკს მიქაუტაძის დამატება სურს, თუმცა გუნდი ქართველის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ გუნდს ბარის ალპერ ილმაზი დატოვებს. ამ ეტაპზე თურქული კლუბი მიქაუტაძის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს და ილმაზის წასვლის შემთხვევაში ქართველის შეძენას შეეცდება.
ფეხბურთელის „გალათასარაიში'' გადაბარგების შანსი მცირეა, რადგან ფეხბურთელს ტოპ 5 ლიგაში თამაშის რამდენიმე ვარიანტი აქვს, ყველაზე მეტად „რომა'' აქტიურობს, ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის „სანდერლენდიც'' იჩენს.
შეგახსენებთ, „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მოთხოვნები არ შეასრულა და ვალი, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენდა, ვერ დაფარა.
მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში'' 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 11-ს შეადგენს. განსაკუთრებით შედეგიანი სეზონის მეორე ნახევარში იყო, როცა ლიგა 1-ის 7-მატჩიან მონაკვეთში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
„ლიონთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.