გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფენერი და გალა მასზე სერიოზულად ფიქრობენ | Footmercato მიქაუტაძის ვარიანტებზე

Footmercato-ს ჟურნალისტის, დაჰბია ჰატაბის ინფორმაციით, „გალათასარაისა’’ და „ფენერბახჩეს’’ გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სურთ. ბოლო საათებში აღნიშნულ კლუბებში ქართველის თაობაზე განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა და შესაძლოა მალე „ლიონს'' ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

ბოლო დღეებში ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით არაერთი ცნობა გაჩნდა, თუმცა ყველაზე მეტად „რომა'' აქტიურობს, რომელიც მზადაა „ლიონს'' 18 მილიონი ევრო გადაუხადოს (იხილეთ ვრცლად).

შეგახსენებთ, „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს. კლუბმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის (DNCG) მოთხოვნები არ შეასრულა და ვალი, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენდა, ვერ დაფარა.

მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში „ლიონში'' 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი 11-ს შეადგენს. განსაკუთრებით შედეგიანი სეზონის მეორე ნახევარში იყო, როცა ლიგა 1-ის 7-მატჩიან მონაკვეთში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. „ლიონთან'' კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალაში მიქაუტაძეს ილმაზის შემცვლელად მოიაზრებენ | თურქეთში ქართველზე ისაუბრეს
გალაში მიქაუტაძეს ილმაზის შემცვლელად მოიაზრებენ | თურქეთში ქართველზე ისაუბრეს