ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

„პანსერაიკოსში საოცარ სეივებს გვთავაზობდა“ - გუგეშაშვილს ატრომიტოსში ენდობიან

ლუკა გუგეშაშვილმა შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „პაოკიდან“, სადაც თამაშის საშუალება პრაქტიკულად არ ეძლეოდა, ნახევარწლიანი იჯარით „ატრომიტოსს“ შეუერთდა. მისი ახალი კლუბის ხელმძღვანელები 24 წლის ქართველ მეკარეზე უდიდეს იმედებს ამყარებენ და სხვათა შორის, ლუკას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც საკმაოდ დადებითად ახასიათებენ.

რას წერენ გუგეშაშვილზე

კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც 2016 წელს პოლონეთის „იაგელონიაში“ გადავიდა. უცხოეთში გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა გორის „დილას“ რიგებში გამართული 35 მატჩიდან 15-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა. უმაღლეს დონეზე ასპარეზობის ხარჯზე, ესპანელები დააინტერესა და 2019 წელს „გრანადას“ შეუერთდა, სადაც კარიერა ვერ აეწყო და ისევ „დილაში“ დაბრუნდა. გორის გუნდის რიგებში ამჯერად 54 შეხვედრიდან ბურთი 19-ში არ გაუშვა.

2022 წლიდან „ყარაბაღის“ ღირსებას იცავდა, სამ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და ევროტურნირებზე რეგულარული ასპარეზობის გარდა, სამჯერ აზერბაიჯანის ჩემპიონი, ორჯერ კი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ამას მოჰყვა „პანსერაიკოსში“ 33 შეხვედრის ჩატარება და ალბათ კარიერის საუკეთესო ეტაპი სწორედ აქ გაატარა, რადგან რამდენიმე შეხვედრაში საოცარი სეივები შემოგვთავაზა. „პაოკში“ კი, გაუგებარი მიზეზების გამო, ერთი შანსიც კი არ მისცეს.

სტატიის ბოლოს თავად ლუკას მოკლე კომენტარიც იყო მოყვანილი, სადაც ის ამბობდა, რომ უკვე ორი წელია საბერძნეთში ცხოვრობს, კარგად იცის, თუ რამდენად ტრადიციული კლუბია „ატრომიტოსი“ და შეეცდება ახალ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. ცნობისათვის, გეტყვით, რომ საბერძნეთის 14-გუნდიან სუპერლიგაში „ატრომიტოსი“ 17 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე, უოტფორდი და სათამაშო სტილი | საბა გოგლიჩიძის ინტერვიუ
ჩაკვე, უოტფორდი და სათამაშო სტილი | საბა გოგლიჩიძის ინტერვიუ