ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია, ბრაგა
Aa
Aa

“ხვიჩას მეტი სათამაშო დრო სჭირდება“ - გარსია ბრაგასთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლი“ „ბრაგას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

გარსია:

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და რიგ ეპიზოდებში იღბალმა ზურგი გვაქცია. იყო ძელი და კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გარკვეულ მომენტში უკან დავიხიეთ. ალბათ ეს ამ მატჩის მთავარი შეცდომა იყო. მეორე გოლის გატანაზე სწრაფად უნდა გვეზრუნა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ხასიათი გამოვავლინეთ და ამჯერად უკვე იღბლის წყალობით გავიტანეთ.

ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან და დი ლორენცოს გოლმა ოდნავ დაგვამშვიდა. „ნაპოლის“ კარგი შეტევა ჰყავს და ეს დღეს დავამტკიცეთ. ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი გუნდის დამარცხება არ არის ადვილი. სამი ქულა ავიღეთ და კმაყოფილი ვარ. წინ მადრიდის „რეალია“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ლამაზ მატჩს ვიხილავთ.

ოსიმენი და კვარა? ოსიმენი კარგ ფორმაშია და დღეს ეს დაამტკიცა. 90 წუთის განმავლობაში მაღალი ინტენსივობით თამაშობდა და სახიფათოდ უტევდა. რაც შეეხება ხვიჩას, მან კარგი რაღაცები გააკეთა. მაგალითად პირველ გოლზე.. ის ცოტათი კვლავ ამოვარდნილია მატჩის რიტმიდან და მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავისი ბრწყინვალე თამაშის ჩვენება შეძლოს.“

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ უკანასკნელად მიმდინარე წლის 19 მარტს „ტორინოს“ წინააღმდეგ გაიტანა.

რაც შეეხება „ნაპოლის“, პირველი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს მადრიდის „რეალთან“ ერთად 3 ქულით ლიდერობს.

ხვიჩას ყველა მომენტი „ბრაგასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-გოლიანი სანახაობა მიუნხენში | ბაიერნმა მანჩესტერი დაამარცხა
7-გოლიანი სანახაობა მიუნხენში | ბაიერნმა მანჩესტერი დაამარცხა