ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბრაგა
Aa
Aa

“აშკარაა, რომ უგოლო სერიას განიცდის“ - AreaNapoli ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლი“ „ბრაგას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 66-ე წუთზე შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე ნეაპოლურმა ავტორიტეტულმა გამოცემა AreaNapoli-მ დაწერა.

AreaNapoli:

„მარცხენა გარემარბს სურდა, რომ მატჩზე მეტი გავლენა მოეხდინა. კვარაცხელიამ „ბრაგას“ წინააღმდეგ ცუდად არ ითამაშა და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა, მაგრამ აშკარაა, რომ უგოლო სერიას განიცდის. ხვიჩას საკუთარი თავის განბლოკვა სჭირდება, რათა გასული სეზონის აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელი დაბრუნდეს.“

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ უკანასკნელად მიმდინარე წლის 19 მარტს „ტორინოს“ წინააღმდეგ გაიტანა.

რაც შეეხება „ნაპოლის“, პირველი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს მადრიდის „რეალთან“ ერთად 3 ქულით ლიდერობს.

ხვიჩას ყველა მომენტი „ბრაგასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-გოლიანი სანახაობა მიუნხენში | ბაიერნმა მანჩესტერი დაამარცხა
7-გოლიანი სანახაობა მიუნხენში | ბაიერნმა მანჩესტერი დაამარცხა