ტენ ჰაგი: “როცა ბაიერნს 3 გოლს უტან, ქულა მაინც უნდა აიღო“
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბაიერნმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო არ წაგვეგო. როცა „ბაიერნს“ 3 გოლს უტან, ქულა მაინც უნდა აიღო. ახლა საუკეთესო პირობებში არ ვართ, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს. იღბალი ჩვენს მხარეს არ არის. ახლა ყველა თამაში მნიშვნელოვანია. საკუთარი ბედი ჩვენით უნდა შევქმნათ.
ისეთი პირველი გოლი, როგორიც გავუშვით, აღარ უნდა განმეორდეს. ზოგადად, მეტოქეს ასეთი გოლის გატანის საშუალებას არ უნდა ვაძლევდეთ. მიუხედავად ამისა, ეს წაგება მხოლოდ ერთმა შეცდომამ არ გამოიწვია. და მაინც, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში „კოპენჰაგენმა“ და „გალათასარაიმ“ ითამაშეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „ბაიერნი“ კი 3 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
შემდეგ ტურში „რეკორდმაისტერი“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება, ხოლო „წითელი ეშმაკები“ „გალათასარაის“ უმასპინძლებენ.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა