“ანგარიში პარადოქსულია“ - ტუხელმა მანჩესტერთან მატჩი შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბაიერნმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ტუხელმა?
„საბოლოო ანგარიში ცოტა პარადოქსულია, რადგან ჩვენი მეორე ტაიმი პირველს გაცილებით სჯობდა. რეალურად, მეორე ტაიმი წავაგეთ, ხოლო პირველი მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ასეთი გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობას ზრდის, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. განვითარება გვჭირდება.
აბსოლუტურად ყველა მატჩში მომენტებს და ხიფათს ხშირად ვქმნით. დღევანდელი შეხვედრა გამონაკლისი არ იყო, თუმცა პირველი გოლი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავიტანეთ და ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ. 100%-ით ბედნიერები არ ვართ, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებზე ჩემი ფეხბურთელების რეაქცია ძალიან კარგი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში „კოპენჰაგენმა“ და „გალათასარაიმ“ ითამაშეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „ბაიერნი“ კი 3 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
შემდეგ ტურში „რეკორდმაისტერი“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება, ხოლო „წითელი ეშმაკები“ „გალათასარაის“ უმასპინძლებენ.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა