მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“არ ვთვლი, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი“ - პიოლი ინტერთან მატჩის შემდეგ

სერი ა-ს მორიგ ტურში დერბი დელა მადონინა გაიმართა, რომელიც „ინტერმა“ 5:1 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

პიოლი:

„“ინტერი" ძლიერი გუნდია და ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ჩვენმა თამაშმა იმედი ძალიან გამიცრუა. არ ვთვლი, რომ გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოვუხადო. ბოდიშს მხოლოდ მაშინ იხდიან, როცა რაიმეს განზრახ აკეთებენ. ჩვენ კი განზრახ არ წაგვიგია.

საერთო ჯამში, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ზედიზედ 5 დერბი წავაგეთ და ვეცდები, რომ ეს გამოვასწორო. გუნდის ხელმძღვანელები იქ იყვნენ და ძალას გვაძლევდნენ. მათ გაგვამხნევეს, მაგრამ სახლში თავაწეულებს წასვლა არ შეგვიძლია.“

შეგახსენებ, რომ ბოლო 5 დერბი დელა მადონინა „ინტერმა“ მოიგო. მოგებათა სერია იტალიის სუპერ თასის ფინალში დაიწყო. შემდეგ სერია ა-ს ეგიდით „ნერაძურიმ“ 1:0 მოიგო. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ორი დაპირისპირება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი შეასრულა - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი ბირმინგემთან
საგოლე პასი შეასრულა - ჩაკვეტაძის კარგი მატჩი ბირმინგემთან