კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს მორიგი გოლი - ალ ნასრიმ ალ რაედი დაამარცხა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ალ ნასრი“ „ალ რაედს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი მასპინძელთა ახალწვეულებმა გაიტანეს.

პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სადიო მანემ გახსნა და ზუსტად 1 წუთში მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს.

მეორე ტაიმში, სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს. 49-ე წუთზე ტალისკამ სხვაობა ორამდე გაზარდა და ამით ფაქტობრივად მატჩს ბედი გადაწყდა. 78-ე წუთზე საქმეში კრიშტიანუ რონალდუ ჩაერთო. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „ალ რაედს“ მესამე გოლი გაუტანა „ალ ნასრიმ“ 3 ქულა გაინაღდა.

მატჩის მიწურულს, მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 1 გოლი გაიტანეს. თავი ფუზარმა პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ალ ნასრი“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. რაც შეეხება რონალდუს, ვეტერანი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავას 7 გოლით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები