ნეიმარი
Aa
Aa

საგოლე გადაცემა - ალ-ჰილალში ნეიმარის დებიუტი შედგა

ნეიმარმა პსჟ-დან გადასვლის შემდეგ, საუდის არაბეთის ლიგაში  პირველად ითამაშა და „ალ-ჰილალის“ მაისურით საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბრაზილიელი „ალ-რიადთან“ მატჩში მოედანზე 64-ე წუთზე (3:0-ის დროს) გამოჩნდა და 83-ე წუთზე მალკომს საგოლე გადაცემა გაუკეთა. „ალ-ჰილალმა“ საბოლოოდ 6:1 მოიგო.

ეს 2023/24 წლების სეზონში საკლუბო დონეზე ნეიმარის პირველი მატჩი იყო. იქამდე მან ბრაზილიის ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მატჩი გამართა და პელეს რეკორდიც მოხსნა.

ნეიმარმა „ალ-ჰილალში“ დებიუტის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:

„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებითა და დებიუტით. მადლობა ქომაგებს პატივისცემისთვის“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ნეიმარი 90 მილიონ ევროდ გაყიდა. ბონუსების ჩათვლით პარიზელები ჯამში 120 მილიონს მიიღებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მიქაუტაძე ცივსისხლიანი მკვლელია, თავდაჯერებით ზლატანს მაგონებს“
    „მიქაუტაძე ცივსისხლიანი მკვლელია, თავდაჯერებით ზლატანს მაგონებს“