საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების რეგრესი - მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა

მორაგბეთა მსოფლიო თასზე პირველი ტურის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგი განაახლა, რომელშიც ცვლილებები საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.

„ბორჯღალოსნები“ აქამდე მე-11 ადგილზე იყვნენ, თუმცა, ავსტრალიასთან 35:15 მარცხის შემდეგ ორი საფეხურით დაქვეითდნენ. ლევან მაისაშვილის გუნდი ახლა მე-13 ადგილზე იმყოფება, რეიტინგში კი იტალიისა (მე-12) და სამოას (მე-11) ნაკრებებმა გადაასწრეს.

იტალიელებმა პირველ შეხვედრაში ნამიბია გამანადგურებელი ანგარიშით, 52:8 დაამარცხეს, სამოელებს კი ჯერ არ უთამაშიათ.

ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც. ინგლისის ნაკრებმა მე-8 ადგილიდან მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, ავსტრალიამ მეცხრედან მეშვიდეზე, უელსი კი მეათედან 8-ზე აღზევდა. მე-9 პოზიციაზე ფიჯი დამკვიდრდა, მე-10 ადგილი კი არგენტინამ დაიკავა.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს ელის. ტურნირის მეორე ტურში ბორჯღალოსნები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ბრძოლა საქართველოს ჯგუფში - უელსმა ფიჯის 6 ქულით მოუგო
დიდი ბრძოლა საქართველოს ჯგუფში - უელსმა ფიჯის 6 ქულით მოუგო