წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს U18 ნაკრები მალტასთან დამარცხდა
Aa
Aa

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს U18 ნაკრები მალტასთან დამარცხდა

რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე წყალბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა მალტის ნაკრებთან გამართა, 8:13 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მალტასთან:

ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; გიორგი ვეშაგური (4 გოლი), ლუკა მჭედლიშვილი (1), თეიმურაზ შონია (1), გიორგი აბესაძე (1), ლუკა რუბაშვილი (1), ივა ჭუბაბრია, ლუკა ხურცილავა, გიორგი სურმავა, ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, ანდრია შერვაშიძე, აკაკი ცეცხლაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.

მწვრთნელები: ოთარ ქოიავა, ირაკლი გოგიჩაიშვილი, დეიან სტანოიევიჩი.

ჯგუფურ  პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 8:14 დამარცხდა, ხოლო უკრაინა 17:8 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი 24 აგვისტოს დასრულდება.

წყარო - 1TV

მსგავსი სიახლეები