საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა | წყალბურთი
Aa
Aa

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა | წყალბურთი

რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 18-წლამდე წყალბურთელთა შორის, საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 17:14 დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლა მე-15 ადგილზე დაასრულა.

ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი წააგო – გერმანიასთან (8:14) მალტასთან (8:13) და თურქეთთან (8:11), ხოლო უკრაინას ორჯერ მოუგო (17:8 და 17:14).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკრაინასთან:

ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; ლუკა ხურცილავა (8 გოლი), გიორგი აბესაძე (3), ლუკა რუბაშვილი (2), ლუკა მჭედლიშვილი (1), გიორგი სურმავა (1), ივა ჭუბაბრია (1), თეიმურაზ შონია (1), გიორგი ვეშაგური, ანდრია შერვაშიძე, ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, აკაკი ცეცხლაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.

წყარო: 1TV.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა | წყალბურთი
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა | წყალბურთი