საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა | წყალბურთი
რუმინეთის ქალაქ ორადეაში, წყალბურთში 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 17:8 დაამარცხა.
პირველ ტურში, ჩვენი გუნდი გერმანიას შეხვდა და 8:14 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი წყალბურთელები 20 აგვისტოს, მალტასთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; ლუკა მჭედლიშვილი (5 გოლი), გიორგი აბესაძე (4), ივა ჭუბაბრია (2), ლუკა ხურცილავა (3), ლუკა რუბაშვილი (1), გიორგი სურმავა (1), გიორგი ვეშაგური (1), ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, ანდრია შერვაშიძე, თეიმურაზ შონია, აკაკი ცეცხლაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.
მწვრთნელები: ოთარ ქოიავა, ირაკლი გოგიჩაიშვილი, დეიან სტანოიევიჩი.