სერბეთის კალათბურთელთა ნაკრები, ბოგდან ბოგდანოვიჩი
Aa
Aa

სერბეთმა კანადა დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ფინალისტი გამოვლინდა და ეს სერბეთის ნაკრებია. სერბებმა ნახევარფინალში კანადას 95:86 სძლია და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სახლში გაუშვა.

სერბებმა სოლიდური უპირატესობა დიდ შესვენებამდე მოიპოვეს და პირველი ორი მეოთხედი 23:15, 29:24 მოიგეს.

კანადამ შესვენების შემდეგ თამაშში დაბრუნება ვერ შეძლო. სერბების სათადარიგო მოთამაშეებიც ნაყოფიერად გამოიყურებოდნენ და გუნდური კალათბურთით ევროპელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

შეხვედრაში საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკოლა მილუტინოვს - 16 ქულა, 10 მოხსნა.

კანადელთა რიგებში 23 ქულით ბარეტი გამოირჩა. 16 ქულა ჰქონდა ბრუკსს, 15 შაი ალექსანდერს. სუსტი შეხვედრა ჩაატარა კელი ოლინიკმა, რომელსაც მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა.

2014 წლის შემდეგ, სერბები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე ამერიკასა და გერმანიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ალჯოსთან ერთად, 19 აგვისტოს დავამარცხე“ - ომალის კომენტარი და დვალიშვილის პასუხი
„მერაბი ალჯოსთან ერთად, 19 აგვისტოს დავამარცხე“ - ომალის კომენტარი და დვალიშვილის პასუხი