თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მომავალ თაობებს ხმამაღალი სათქმელი დავუტოვეთ!“ - თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენი გუნდის კაპიტანმა აღნიშნა, რომ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგი სამომავლოდ დიდ შედეგს გამოიღებს.

რას წერს შენგელია:

ჩვენ ისტორია დავწერეთ! საქართველოს ნაკრები პირველად მსოფლიოზე და პირველივე ჯერზე 16 საუკეთესოში!!! ჩვენ ამას ყველამ ერთად მივაღწიეთ, რის გამოც მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას! ერთგულ გულშემატკივარს, მათ არამხოლოდ შექმნეს საბრძოლო განწყობა ოკინავაში ყოფნით, არამედ მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში გვაგრძნობინებდნენ, რომ საქართველო ჩვენს გვერდითაა.

მათ, ვინც შორიდან გვამხნევებდა და ეკრანებიდან თუ სოცქსელებიდან გამოხატავდა თანადგომას, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. კალათბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და გაწეული შრომისთვის. მათ ყველაფერი გააკეთეს რომ საუკეთესო ხელშეწყობა გვქონოდა და ღირსეულად წარმოჩენილიყო საქართველოს ნაკრები. სამწვრთნელო გუნდს, დაუღალავი შრომისთვის რათა სათანადოდ მზად ვყოფილიყავით ყველა თამაშზე.

მადლობა ჩვენს პროფესიონალ ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ყველა სიტუაციასთან გასამკლავებლად იყვნენ მზად. ჩვენს მენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა და წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. რაღა თქმა უნდა მადლობა ჩემს ბიჭებს! ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ და დავამტკიცეთ რომ ერთმანეთის თანადგომით, დაუღალავი შრომით და თავდადებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია!

დღეს მე ძალიან ამაყი ვარ რათა წილად მხვდა იმ გუნდის კაპიტნობა, რომელმაც საქართველოს სახელი გლობალურ ასპარეზზე გაიტანა. გუნდის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოთა შორის მოხვდა, ეს ცალსახად ხაზს უსვამს იმას, რომ აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ვიყავით, არამედ ჩვენ აქ ყოფნა დავიმსახურეთ.

მე დარწმუნებულ ვარ, რომ ამ შრომის ნაყოფი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება მომავალში. ჩვენ მსოფლიოზე ჩვენი სიტყვა ვთქვით და კიდევ უფრო ხმამაღალი სათქმელი დავუტოვეთ მომავალ თაობებს!

კიდევ ერთხელ, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მთელი ეს გზა ჩვენთან ერთად გაიარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპზე კაბო ვერდესა და ვენესუელას ნაკრებები დაამარცხა და სლოვენიის ნაკრებთან დამარცხდა, რის შედეგადაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას. ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 16 გუნდში მოახერხა მოხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოავლინე მსოფლიო ჩემპიონატის MVP - ბითაძე ნომინანტთა სიაშია
გამოავლინე მსოფლიო ჩემპიონატის MVP - ბითაძე ნომინანტთა სიაშია