გოგა ბითაძე
Aa
Aa

გამოავლინე მსოფლიო ჩემპიონატის MVP - ბითაძე ნომინანტთა სიაშია

FIBA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად საკუთარ ვებგვერდზე ხმის მიცემა დაიწყო.

გამოკითხვაში მონაწილეობას მხოლოდ გულშემატკივრები მიიღებენ, გამარჯვებული კი მიღებული ხმების უმრავლესობით გამოვლინდება.

გამოკითხვაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძეც მიიღებს მონაწილეობას, რომელმაც ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 24.2 წუთში 13.6 ქულა, 7.8 მოხსნა, 1.6 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა.

ხმის მიცემის მსურველებს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ამ ბმულის საშუალებით შეეძლებათ - მიეცი ხმა.

გოგას გარდა ნომინაციაზე წარდგენილნი არიან:

  • ლუკა დონჩიჩი - სლოვენია
  • შეი გილჯეს-ალექსანდერი - კანადა
  • ნიკოლა ვუჩევიჩი - მონტენეგრო
  • იუტა ვატანაბე - იაპონია
  • ჯოშ გიდი - ავსტრალია
  • იაგო სანტოში - ბრაზილია
  • დენის შრიოდერი - გერმანია
  • ბოგდან ბოგდანოვიჩი - სერბეთი
  • უილი ერნანგომესი - ესპანეთი
  • კარლ-ენტონი თოუნსი - დომინიკის რესპუბლიკა
  • ენტონი ედვარდსი - აშშ
  • ოსტინ რივზი - აშშ
  • იონას ვალანჩუნასი - ლიეტუვა
  • ტრემონტ უოტერსი - პუერტო რიკო
  • სიმონე ფონტეკიო - იტალია
  • იუკი კავამურა - იაპონია
  • ქერლიკ ჯოუნსი - სამხრეთ სუდანი
  • ლაური მარკანენი - ფინეთი
  • რონდეი ჰოლის ჯეფერსონი - იორდანია
  • ჯორდან კლარკსონი - ფილიპინები

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ილიას ზუროსის გუნდმა ისტორიაში პირველ მსოფლიო პირველობაზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე შეძლო გასვლა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალის 2018 წლიდან ვიწვევ“ | მერაბის პოსტი და სეხუდოს დამცინავი პასუხი
„ომალის 2018 წლიდან ვიწვევ“ | მერაბის პოსტი და სეხუდოს დამცინავი პასუხი