მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო ავსტრალიასთან 16 ქულით დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველო ავსტრალიასთან 16 ქულით დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ავსტრალიის წინააღმდეგ მორიგი მარცხი განიცადა - 84:100

ილიას ზუროსის გუნდმა პირველი ორი მეოთხედი ჯამში 17 ქულით წააგო და ავსტრალიას დიდ შესვენებაზე კომფორტული ფორით გასვლის საშუალება მისცა.

თორნიკე შენგელიასა და და დუდა სანაძის გარეშე მოთამაშე საქართველომ კიდევ უფრო არეულად და არადამაჯერებლად ითამაშა და ლოგიკური მარცხიხ იწვნია.

მესამე მეოთხედში ბიჭებმა სხვაობა ცოტათი დაქაჩეს და 30:25 მოიგეს.

დასკვნით მეოთხედში ავსტრალიელებმა 21:17 მოიგეს და ჯამში 100:84 გაიმარჯვეს.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოხდა, რომ ჩვენი ნაკრების რიგებში 5-მა მოთამაშემ 10+ ქულა მოაგროვა - ბითაძეს 20 ქულა ჰქონდა, მაკფადენს 18 ქულა და 9 გადაცემა, შერმადინს 16 ქულა, ანდრონიკაშვილსა და მამუკელაშვილს 12-12.

ავსტრალიას 19 ქულით პატი მილსმა ულიდერა. ასევე მეტოქემაც გუნდური კალათბურთი ითამაშა და ხუთმა მოთამაშემ 10+ ქულა მოაგროვა.

ამ მარცხით საქართველომ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, ავსტრალიამ მე-3.

მსგავსი სიახლეები