ორი დიდი სენსაცია L ჯგუფში | ბრაზილიამ კანადას მოუგო, ლატვიამ - ესპანეთს
Aa
Aa

ორი დიდი სენსაცია L ჯგუფში | ბრაზილიამ კანადას მოუგო, ლატვიამ - ესპანეთს

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის L ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი ლატვიასთან დამარცხდა, ხოლო ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი, კანადა ბრაზილიას ვერ გაუმკლავდა.

ესპანეთი საწყისი 3 მეოთხედის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურებოდა და გადამწყვეტ პერიოდს 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმცა, სასურველი შედეგი მაინც ვერ დააფიქსირა. ლატვიამ მეოთხე პერიოდი ფენომენალურად ჩაატარა, 27:11 მოიგო და 74:69 იმარჯვა.

ესპანეთის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა კანადა. ჩრდილოეთ ამერიკელები 3 მეოთხედის შემდეგ, 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდი მათაც ჩააგდეს. ბრაზილიამ საოცარი მებრძოლი სული გამოავლინა, უდიდესი სენსაცია გამოაცხო და 69:65 იმარჯვა, რის შემდეგაც, L ჯგუფში ყველაფერი აირია.

4 შეხვედრის შემდეგ, ოთხივე გუნდს 3 მოგება და 1 წაგება აქვს. ბოლო ტურში, კანადა ესპანეთს დაუპირისპირდება, ბრაზილია - ლატვიას. მომდევნო ეტაპზე გავლენ გუნდები, რომლებიც გადამწყვეტ შეხვედრაში გაიმარჯვებენ, რაც ნიშნავს, რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლას ან ესპანეთი გამოეთიშება ან კანადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ
    ჩეფერინი საუდის ლიგაზე: ჩინელებიც იმავეს შვებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ