დინამო ბათუმის დამაჯერებელი გამარჯვება | შერგელაშვილმა ტორპედოს მოაგებინა
Aa
Aa

დინამო ბათუმის დამაჯერებელი გამარჯვება | შერგელაშვილმა ტორპედოს მოაგებინა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, ქუთაისის „ტორპედო“ „თელავს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. იმერლებმა მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმეს და „თელავს“ ლაშა შერგელაშვილის ბრწყინვალე ჯარიმით სძლიეს.

შეხვედრაში ანგარიში თელაველებმა გახსნეს. სტუმრებმა „ტორპედო“ კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ქუთათურთა კარი თორნიკე მორჩილაძემ აიღო. „ტორპედომ“ 43-ე წუთზე, გიორგი არაბიძის ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს, ამარ ბეგიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „თელავი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა. მატჩის გადამწყვეტი გოლი ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ბრწყინვალე ჯარიმა შეაგდო და „ტორპედოს“ მოაგებინა - 2:1.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „დინამო ბათუმმა“ და მათმა ახალმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ საკუთარ კედლებში პირველად მოიგო. აჭარლებმა „სამგურალი“ დაამარცხეს და 4:1 იმარჯვეს. მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე, ფლამარიონის გოლით გაიხსნა, რომელსაც ფაცაციამ გაატანინა. 33-ე წუთზე, „სამგურალის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გარდასახა. პირველი ტაიმის მიწურულს, „დინამო ბათუმი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა და ცოტნე მოსიაშვილმა უხეშობის გამო, წითელი ბარათი მიიღო. 57-ე წუთზე, „სამგურალმა“ ტაიკი კაგაიამას გოლით შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა გიორგი ზარიასა და ალექსანდერ იაკობსენის გოლებით დემჩენკოს ბიჭებმა დამაჯერებლად მოიგეს.

„დინამო ბათუმს“ 52 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „დინამო თბილისს“ 8 ქულით უსწრებს. „ტორპედო“ 37 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს და ევროტურნირების ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ
კონფერენს ლიგის წილისყრა | როგორი ჯგუფები მივიღეთ