ლუკა დონჩიჩი, პატი მილსი, ჯოშ გიდი
Aa
Aa

სლოვენიამ ავსტრალიას მოუგო | საქართველოს პლეიოფში გასვლის შანსი აღარ აქვს

ლუკა დონჩიჩის სლოვენიამ მეოთხედფინალში თამაში გაინაღდა, საქართველოს ნაკრებს კი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც გადაეწურა. საქართველოსა და გერმანიის მატჩის შემდეგ, K ჯგუფში სლოვენიისა და ავსტრალიის დაპირისპირება გაიმართა და დონჩიჩმა და კომპანიამ დამაჯერებლად იმარჯვეს.

სლოვენიამ ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი მეოთხედი 28:18 მოიგო. მეორე და მესამე პერიოდში ავსტრალიამ ჩამორჩენა შეამცირა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა მეოთხე ათწუთეული ჩააგდო. გადამწყვეტ პერიოდში დონჩიჩის გუნდი შესანიშნავი იყო და საბოლოოდ, 91:80 იმარჯვა.

სლოვენიას ლუკამ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მაიკ ტობის 18 ქულა, 12 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. კლემენ პრეპელიჩმა და გრეგორ ჰორვატმა 10-10 ქულა დააგროვეს. ავსტრალიის ნაკრების მხრიდან საუკეთესო ჯოშ გიდი იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი. პატი მილსმა 17 ქულა დააგროვა, დანტე ექსუმმა - 13.

ცნობისთვის, გერმანიასა და სლოვენიას 4-დან 4 მოგება აქვთ, საქართველოსა და ავსტრალიას - 2-2. ილიას ზუროსის ბიჭები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს გამართავენ და ავსტრალიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე
„ვნახოთ, ძირითადში დაიწყებს თუ არა“ | რუდი გარსია კვარაზე, ლაციოზე და რეალზე