პეპ გუარდიოლა, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდი: ზოგჯერ პეპი საშიშია, ის მიყვირის, მაგრამ მე ეს მომწონს

ერლინგ ჰოლანდმა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით მუშაობაზე ისაუბრა.

„ზოგჯერ პეპ გუარდიოლა შეიძლება ცოტა საშიში იყოს. მაგრამ ასევე იყო მამაჩემიც (ალფ-ინგე ჰალანდი). პეპი მას ამ მხრივ ძალიან ჰგავს.

მაგრამ მე მიყვარს, როცა გუარდიოლა მიყვირის, ის ცდილობს ჩემს თავში რაღაც ჩადოს, რაც მენატრება. მე მომწონს, არ ვწუწუნებ, მას უბრალოდ უნდა, რომ გამაუმჯობესოს...

ამიტომ საერთოდ არ ვწუწუნებ. მე და მამაჩემი ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ასევე ერთად ბევრ კარგ დროს ვატარებთ. ასე, რომ საწუწუნო არაფერი მაქვს“.

- განაცხადა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგმა და გუარდიოლამ ცოტა ხნის წინ, მონაკოში UEFA-ს საღამოზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და მწვრთნელის პრიზები მიიღეს.

აქვე გეტყვით, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ მეტოქეები „ლაიპციგი“, „ცრვენა ზვეზდა“ და „იანგ ბოიზი“ იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავდაპირველი რეაქცია სხვაგვარი იყო - რუბიალესმა FIFA-ს ვიდეო გაუგზავნა
თავდაპირველი რეაქცია სხვაგვარი იყო - რუბიალესმა FIFA-ს ვიდეო გაუგზავნა