ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სივრცე უნდა იპოვოს“ - კვარა ამ სეზონში ახალ პოზიციაზე ითამაშებს

„ნაპოლი“ ახალ სეზონში რუდი გარსიასთან ერთად ახალ სათამაშო სქემას ამუშავებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი როლი ექნება.

იტალიური Gazzetta dello Sport-ი ხვიჩას შესახებ წერს, თუ რა დასჭირდება რუდი გარსიას მისგან ახალ სეზონში.

„გარსიას უფრო მეტად ცენტრში მოთამაშე ხვიჩა სურს, ვიდრე ფლანგზე. კვარაცხელიას შეუძლია გახდეს შეშლილი ნასხლეტი, რომლის აცილებაც მისი არაპროგნოზირებადი მოძრაობების გამო რთულია.

ის ნახევრად გარემარბია და ნახევრად შემტევი ნახევარმცველი. პირველ შემთხვევაში ჩაწოდებებს განახორციელებს, მეორეში კი სივრცეებს იპოვის და კარში დაარტყამს.

ხვიჩამ სასუოლოსთან შეხვედრა თავიდან მარცხენა გარემარბად დაიწყო, შემდეგ კი ცენტრში შეიწია, მან გარემარბად და შემტევ ნახევარმცველადაც ითამაშა. ნაპოლის მეორე გოლმა ეს ყველაფერი დაადასტურა - კვარა, დი ლორენცოს საგოლე გადაცემა კლასიკური 10 ნომრის პოზიციიდან გაუკეთა.

ლუჩანო სპალეტი მას გარემარბად განიხილავდა და მას მხოლოდ ასე იყენებდა. რუდი გარსიას კი ხვიჩა უფრო მეტად ცენტრში სჭირდება“.

- წერს იტალიური გამოცემა.

რუდი გარსია კვარას ტაქტიკურ ცვლილებაზე

„კვარაცხელია რას გააკეთებს, ეს მეტოქის მცველმა არ უნდა იცოდეს, მან ბურთი თავისუფალ სივრცეში უნდა მოითხოვოს, ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი უნდა გახდეს, მეტოქის მცველებსა და ნახევარმცველებს შორის უნდა მოქმედებდეს. ამგვარად, ის ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი გახდება“.

- განაცხადა გარსიამ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები