ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: კვარა რეალის წინააღმდეგ, შახტარი ბარსასთან

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს ქართველი ფეხბურთელების გუნდები და მათი ქვეჯგუფები იწვევდა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ C ჯგუფში „რეალთან“, „ბრაგასთან“ და „უნიონ ბერლინთან“ მოხვდა.

გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარს“ H ჯგუფში „ბარსელონა“, „პორტუ“ და „ანტვერპენი“ ელის.

დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“ არ გაუმართლა და A ჯგუფში „ბაიერნთან“, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „გალათასარაისთან“ მოხვდა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების გათამაშება სტარტს 19 სექტემბერს აიღებს.

ჯგუფები ასე გამოიყურება:

A - ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი, კოპენჰაგენი, გალათასარაი

B - სევილია, არსენალი, პსვ, ლანსი

C - ნაპოლი, რეალი, ბრაგა, უნიონ ბერლინი

D - ბენფიკა, ინტერი, ზალცბურგი, სოსიედადი

E - ფეიენოორდი, ატლეტიკო, ლაციო, სელტიკი

F - პსჟ, დორტმუნდი, მილანი, ნიუკასლი

G - მანჩესტერ სიტი, ლაიპციგი, ცრვენა ზვეზდა, იანგ ბოიზი

H - ბარსელონა, პორტუ, შახტარი, ანტვერპენი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა
„კვარა ფენომენალური ფეხბურთელია“ - სიმეონემ თანაგუნდელებზე ისაუბრა