პელეგრინი: “რომა ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობს“
როგორც მოგეხსენებათ, რომელუ ლუკაკუ ახლა „ჩელსის“ სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს და მისი გადაბირებით თითქმის აღარავინ ინტერესდება. „ინტერის“ და „იუვენტუსის“ ვარიანტი გამოირიცხა.
როგორც ირკვევა, ბელგიელი თავდამსხმელის გადაბირებას „რომა“ ცდილობს. ამის შესახებ პელეგრინიმ ისაუბრა.
პელეგრინი:
„არ ვიცი რას მოგვიტანს ლუკაკუს ტრანსფერი, მაგრამ გუნდი ამაზე მუშაობს. დასკვნებს მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ, თუ ის ჩვენთან გადმოვა. ახლა საუბარი ადრეა. ასე საუბარი მსოფლიოში ნებისმიერ ფეხბურთელზე შეიძლება.“
შეგახსენებთ, რომ „ჯალოროსიმ“ სერია ა ცუდად დაიწყო. პირველ ტურში ფრე „სალერნიტანასთან“ და მეორე ტურში წაგება 1:2 „ვერონასთან“. ჟოზე მოურინიოს გუნდი შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 1 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.