ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, ნიუ-იორკ რედბულსი
Aa
Aa

მესის პირველი გოლი MLS-ში - ინტერ მაიამიმ ნიუ-იორკი დაამარცხა

MLS-ს მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ „ნიუ-იორკ რედ ბულსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

ლიონელ მესიმ MLS-ში სადებიუტო გოლი გაიტანა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თავი ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად 89-ე წუთზე გამოიჩინა. პირველი გოლი კი 37-ე წუთზე გომესმა გაიტანა.

ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ დევიდ ბექჰემმა MLS-ში უკანასკნელად მიმდინარე წლის 14 მაისს გაიმარჯვა. „ინტერ მაიამიმ“ „ნიუ ინგლენდ რევულშენი“ დაამარცხა და ამის შემდეგ, შიდა ჩემპიონატში წარუმატებლად გამოდიოდა.

ამ მომენტისთვის, ამერიკული გუნდი ჩემპიონატში 21 ქულით, ბოლოსწინა მე-14 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონამდე 11 ქულა აშორებს. შემდეგ ტურში, „ინტერი“ „ნეშვილს“ უმასპინძლებს.

მესის გოლი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე დღის სიმბოლურში - FIBA-მ ბითაძე გამოარჩია
მეორე დღის სიმბოლურში - FIBA-მ ბითაძე გამოარჩია